ჩვენ შესახებ
ინსეპტო არის სრულყოფილი, სანდო პარტნიორი, 11 წლიანი გამოცდილებით, რომელიც აერთიანებს ყველა სამშენებლო სერვისს: სპეციალიზირებული პროექტირება, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინერული სერვისი, არქიტექტორული პროცესების/ნებართვების ეფექტურად მოგვარება, მშენებლობა და რემონტი.
ინსეპტოს პროფესიონალი არქიტექტორების,დიზაინერებისა და მშენებელთა გუნდი დაგეხმარებათ სასურველი პროექტის თქვენი საჭიროებების, გემოვნებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით დაგეგმარებაში. ჩვენ შემოგთავაზებთ ეფექტურ გადაწყვეტილებებს ნებისმიერი სირთულის ლანდშაფტისა და სხვადასხვა რთული ტექნიკური გამოწვევებისთვის და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველვყოფთ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას.
მისია
ვქმნით ვიზუალურად უნაკლო სივრცეებს, რომლებიც უძლებს დროს და აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს.
მიზანი
ინსეპტოსთან თანამშრომლობით შეძლებთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ პროექტირებასთან, მშენებლობასთან და რემონტთან დაკავშირებული დისკომფორტი. ჩვენი მხრიდან მუდმივი კომუნიკაცია , გამჭვირვალე პროცესები და შესრულებული საქმეების დეტალური რეპორტინგი დაგეხმარებათ დაგეგმოთ და აკონტროლოთ თქვენ ობიექტი სტრესის გარეშე და დაზოგოთ ძვირფასი დრო.
ჩვენი ხედვა
ვთვლით, რომ ხარისხი დეტალებშია, ამიტომ მაქსიმალური სიზუსტით ვქმნით არქიტექტორულ პროექტს, სადაც ტექნიკური ნახაზიც ისეთივე სრულყოფილია , როგორც დიზაინი. ვადგენთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, გულდასმით ვგეგმავთ სამშენებლო პროცესს, ხოლო მაღალი კლასის პროფესიონალები ყველა წესის დაცვით ასრულებენ სამუშაოებს.
ჩვენი გუნდი
ჩვენს გუნდში თითოეულ სამუშაოს ასრულებს შესაბამისი, კონკრეტული მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სპეციალისტი.

დავით გაგნიძე
აღმასრულებელი დირექტორი

გიორგი გვარამაძე
დამფუძნებელი
მთავარი არქიტექტორი

გიორგი ადუაშვილი
დამფუძნებელი
პროექტ მენეჯერი

მიხეილ გაფრინდაშვილი
დამფუძნებელი
გენერალური დირექტორი

მარიამ ხელაშვილი
მთავარი დიზაინერი

თათა გიორგაძე
არქიტექტორ-დიზაინერი

ლიზი ნუცუბიძე
არქიტექტორი

ნინო შუკაკიძე
არქიტექტორი

სოფი ლობჟანიძე
არქიტექტორი

თეკლა კოვზირიძე
პროექტების მენეჯერი