მშენებლობა

ინსეპტოში ვაშენებთ არა მხოლოდ სახლებს, არამედ სანდო ურთიერთობებს.

70+

წარმატებით ჩაბარებული ობიექტი

11

წლიანი გამოცდილება

და ჩვენი ღირებულებები გვაქცევს პარტნიორად, რომელსაც შეგიძლიათ მიანდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი — თქვენი სახლი.

incepto - building trust

ინსეპტო აშენებს

ინსეპტო გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი პროექტის მშენებლობის ბიუჯეტი და დასრულების ვადები არ გასცდება წინასწარ შეთანხმებულს და გამყარებული იქნება ხელშეკრულებით.

შესრულებული პროექტები

ი-დეალური სიზუსტით

ყოველი მილიმეტრი მნიშვნელოვანია. ჩვენ გპირდებით კონსტრუქციულ პროექტში მოცემული მოთხოვნების 100%-იან დაცვას. ზუსტად მოწყობილი საძირკველი და სწორად ამოყვანილი კონსტრუქცია ნიშნავს უსაფრთხო, მტკიცე და მყარ სახლს.

ნ-აკლები დანახარჯით

ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურ შედეგს მინიმალური რესურსებით. ბიუჯეტის ეფექტური მართვა, ალტერნატიული მასალების ანალიზი და სწორი დაგეგმვა უზრუნველყოფს ფინანსურ სიზუსტესა და თქვენი თანხების დაზოგვას, მშენებლობის ხარისხის შენარჩუნებით.

ს-ტანდარტების დაცვით

ჩვენ ვმუშობთ ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო ნორმების შესაბამისად. უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა და გარემოზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური სტანდარტია.

ე-ფექტური პროცესებით

წინასწარ განსაზღვრული ეტაპები, გამართული ლოგისტიკა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიმუშაოთ სწრაფად, გამჭვირვალედ და სწორად — დაწყებიდან ჩაბარებამდე.

პ-როფესიონალი შემსრულებლებით

ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილ და სანდო სპეციალისტებისგან. ეს ნიშნავს, რომ მშენებლობაზე მუშაობენ ადამიანები, რომელთაც იციან, რას აკეთებენ, რატომ აკეთებენ და როგორ აკეთებენ.

ტ-ექნოლოგიური ინოვაციებით

პროცესში ვიყენებთ უახლეს სამშენებლო ტექნიკას, უმაღლესი ხარისხის ყალიბებს, ენერგოეფექტურ მასალებს და თბოიზოლაციის ტექნოლოგიებს. გამართული ვიდეო-კონტროლი პროცესის სრული მონიტორინგის საშუალებას გაძლევთ.თქვენ ხედავთ მშენებლობის პროგრესს რეალურ დროში — შორიდანაც კი.

ო-პტიმალურ ვადებში

ჩვენ ვიცით, რომ დრო მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ ისე, რომ პროექტები დასრულდეს გეგმის მიხედვით.

რა ჯდება ობიექტის

აშენება?

მომსახურების ღირებულების განსაზღვრისთვის საჭიროა გამოგვიგზავნოთ ობიექტის კონსტრუქციული პროექტი (თუ პროექტი არ გაქვთ, შეგვიძლია შემოგთავაზოთ “ინსეპტოს” არქიტექტორული პროექტირების მომსახურება);

როგორ ხდება თანამშრომლობის დაწყება?

  1. კონსტრუქციული პროექტის გადმოგზავნის შემდეგ პირველ ეტაპზე დაგისახელებთ საორიენტაციო თანხას;
  2. თუ საორიენტაციოდ დასახელებული თანხა, ემთხვევა თქვენ მიერ გათვალისწინებულ ბიუჯეტს, მაშინ ვგეგმავთ ვიზიტს ნაკვეთთან (შეხვედრა 1 საათი გაგრძელდება)
  3. ვიზიტიდან 3 სამუშაო დღეში გიგზავნით ხარჯთაღრიცხვას სადაც დეტალურად იქნება მოცემული:
  4. მასალების ხარჯი
  5. სამეურნეო ხარჯი
  6. ხელფასების ხარჯი
  7. შეთანხმებულ ხარჯთაღრიცხვაზე და ვადებზე ვაფორმებთ ხელშეკრულებას.

როგორ ხდება ანაზღაურება?

ხარჯთაღრიცხვა იყოფა ეტაპებად. მომხმარებელი ავანსის სახით იხდის:

  • კონკრეტული ეტაპის მასალის ღირებულების 100%-ს
  • კონკრეტული ეტაპის ხელფასის 40%-ს
  • ეტაპის დასრულდების შემდეგ, როდესაც მომხმარებელი ჩაიბარებს სამუშაოებს, აანაზღაურებს დარჩენილ 60%


მაგალითად, ორსართულიანი სახლის შემთხვევაში, პროცესი 7-8 ეტაპისგან შედგება.

595 10 90 10