სარემონტო მომსახურება
მომსახურების შესახებ
შავი კარკასის უნაკლოდ გარემონტება და სრულყოფილ საცხოვრებელ, კომერციულ ან საოფისე სივრცედ ქცევა ინსეპტოს ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა.
რატომ უნდა აირჩიოთ “ინსეპტო” თქვენი რემონტის შემსრულებლად? - 11 წლიანი სარემონტო გამოცდილება, არაერთი კმაყოფილი დამკვეთი და 35-ზე მეტი წარმატებით ჩაბარებული ობიექტი (პრემიუმ საცხოვრებელი ბინები, კერძო სახლები საქართველოს სხვადასხვა წერტილში, შვეიცარიის საკონსულო, რესტორანი “A’Jour”, მაღაზია “გასტრონომი” , “თიბისი” და სხვა), ჩვენს მიდგომებთან ერთად არის , თქვენი პროექტის წარმატებით შესრულების გარანტია.
პროექტირება | მშენებლობა | რემონტი | დიზაინი
რა არის საჭირო ეფექტური თანამშრომლობისთვის?
01
პროექტი
საჭიროა გქონდეთ დიზაინის პროექტი (თუ არ გაქვთ, შეგვიძლია ინსეპტოს დიზაინერული სერვისი შემოგთავაზოთ)
02
შეხვედრა
შემდეგ ვგეგმავთ თქვენთან შეხვედრას ობიექტზე, ვიზიტი 2-3 საათი გაგრძელდება.
03
ხარჯთაღრიცხვა
ობიექტზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვიზიტიდან 3 სამუშაო დღეში მიიღებთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას.
04
ოპტიმიზაცია
თქვენი პრიორიტეტების მიხედვით ვაკეთებთ ბიუჯეტის ოპტიმიზაციას.
05
დასაწყისი
დასტურის შემდეგ ვაფორმებთ ხელშეკრულებას და ვიწყებთ სამუშაოებს
პროცესის შესახებ
სამუშაო პროცესში მუდმივად იღებთ შესრულებული სამუშაოების და გაწეული ხარჯების რეპორტებს. შედეგად, მინიმუმამდე დაგვყავს გაუთვალისწინებელი ხარჯები და გარიდებთ გადახარჯვით მიღებულ შოკს.
მომსახურების საფასური:
- ობიექტზე ვიზიტი და ხარჯთაღრიცხვის შედგენა უფასოა და საჩუქრად იღებთ ინსეპტოსგან
- უშუალოდ რემონტის საფასური განისაზღვრება დეტალური ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ და იყოფა ეტაპებად. თითოეული ეტაპი მინიმუმ 5 000 და მაქსიმუმ 10 000 ლარიანია. მომხმარებელი თანხას ანაზღაურებს მას შემდეგ, რაც ეტაპი დასრულდება და მის მიერ მოხდება შესრულებული სამუშაოს ჩაბარება.
- თითოეული ეტაპი და შესაბამისი ხარჯი გაწერილია წინასწარ გაფორმებულ ხელშეკრულებაში
“ინსეპტოს” ყველა პროექტი დროშია გაწერილი"
მთელი სამუშაო პერიოდი ღია კომუნიკაცია გაქვთ სპეციალურად თქვენთვის გამოყოფილ სანდო საკონტაქტო პირთან, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და დროულად მოვახდინოთ თქვენს მოთხოვნებზე რეაგირება.
ჩვენს გუნდში თითოეულ სამუშაოს ასრულებს არა ე.წ. “ყველაფერჩიკი” , არამედ კონკრეტული დარგის პროფესიონალი მრავალწლიანი გამოცდილებით, ამით მინიმუმამდე დაგვყავს პრემიუმ მასალების დაზიანება, შეცდომით გაკეთებული სამუშაოები და სხვა რემონტთან დაკავშირებული შესაძლო გართულებები.
ინდივიდუალიზმი
ინდივიდუალურად და მაქსიმალური სიზუსტით ვადგენთ ხარჯთაღრიცხვას , მათ შორის ჩვენი მომსახურების საკომისიოსაც. შესაბამისად, თავიდან აგარიდებთ მოულოდნელ ხარჯებს.
ნიუანსები
ნიუანსებსაც კი სრულყოფილად ვასრულებთ. შედეგად, იღებთ ესთეტურად უნაკლო სივრცეს, რომელიც შეესაბამება შეთანხმებულ დიზაინს.
სარემონტო მასალები
სარემონტო მასალები, რომელსაც ვიყენებთ, არის 100% უსაფრთხო, ეკოლოგიურიად სუფთა და მაღალი ხარისხის.
ეტაპობრივად
ეტაპობრივი გადახდა გეხმარებათ ფინანსური სტრესის გარეშე წარმართოთ რემონტის პროცესი
პროექტირება დროში
პროექტის მკაცრი დედლაინების დაცვა ჩვენთვის აუცილებელი პირობაა , რაც გამყარებულია წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებით . ეს ყველაფერი დაგეხმარებათ სამუშაოების დროულად დასრულებაში და დაზოგავს თქვენს ძვირფას დროსა და ნერვებს.
ტექტინკურად მდგრადი
ტექნიკურად გამართული ყველა თქვენთვის საჭირო სისტემა - გათბობის, სანტექნიკის, საიზოლაციო, “ჭკვიანი სახლის” და ასე შემდეგ, თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო სიურპრიზებს სახლის, ოფისის ან კომერციული ფართის ექსპლუატაციისას.
ოპერატიულობა
ოპერატიული რეაგირება თქვენს კითხვებსა და მოთხოვნებზე, ეფექტური და ღია კომუნიკაცია ჩვენი მხრიდან, თავიდან გაცილებთ სტრესს.
პროექტის მომზადება
პროექტირება
ინდივიდუალურად მორგებული არქიტექტურული და ტექნიკური პროექტირება — სიზუსტე, სტანდარტების დაცვა და ეფექტური სივრცის დაგეგმარება.
შენება
მშენებლობა
ვაშენებთ სწრაფად, ხარისხიანად და უსაფრთხოდ — სრული ციკლის მშენებლობა საძირკვლიდან დასრულებულ ობიექტამდე.
დიზაინი
ინტერიერის დიზაინი
ვქმნით ესთეტიკურ და ფუნქციურ ინტერიერებს, თქვენი გემოვნებისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით.
რენოვაცია
რემონტი
სრულყოფილი სარემონტო მომსახურება – ძველი სივრცეების ახალი სიცოცხლე, ხარისხის და დეტალების მიმართ მაქსიმალური ყურადღებით.